გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-07-09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ხორვატიის რესპუბლიკის საზედამხედველო ორგანოს (AZOP) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან - მარია ვუჟევასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრა განხორციელდა თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში - საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება“.
ინტერაქციულ რეჟიმში წარმართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებასთან და მის ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით ევროკავშირში და საქართველოში მოქმედი რეგულაციები, რის შემდეგაც მარია ვუჟევამ სამსახურის თანამშრომლებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და ხორვატიის რესპუბლიკის საზედამხედველო ორგანოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტის დანერგვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობას.
მხარეები შეთანხმდნენ მიმდინარე წლის დასასრულს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...
2025 წლის 6-9 მაისს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას (Eu...