გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-07-18
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან საინფორმაციო/პრაქტიკული შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის ფარგლებში სამსახურის მონაცემთა დაცვის ოფიცერმა - თენგიზ მამულიამ და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ დამსწრე აუდიტორიას ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების, მონაცემთა დაცვის ოფიცრების როლის და მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიამ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღო საქმიანობისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული რჩევები.
შეხვედრას 120-მდე მონაწილე ესწრებოდა.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.