ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-23

მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ


მუნიციპალური ორგანოების (საკრებულოების და მერიების), ასევე მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირების თანამშრომლებს, მათ შორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ.


ტრენინგი გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ ჩაატარა და  დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლების და პრინციპების, სუბიქტის უფლებების, ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების, მონაცემთა უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. 


შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და  მას 60-მდე მონაწილე დაესწრო. 


საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები