ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-26

საინფორმაციო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სექტორთან


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, იურისტები, მანდატურის სამსახურის რეგიონული კოორდინატორები და ავტორიზებული საჯარო/კერძო სკოლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

საინფორმაციო შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს  შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:  პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი ამ პროცესში, ინციდენტის შეტყობინების წესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის გავლენა საგანმანათლებლო სექტორზე.  გარდა ამისა, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები და დეტალურად უპასუხეს დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს. 

შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან კრაწაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი- თენგიზ მამულია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- შავლეგ თოდუა და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები