ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-11-29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პოპიაშვილი დღეს, 2024 წლის 29 ნოემბერს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა: ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებული მიდგომები“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) წევრები, 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) წევრები და დამკვირვებლები, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ბენეფიციარები და სტრასბურგის უნივერსიტეტის აკადემიის თანამშრომლები.

ნიკოლოზ პოპიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრატეგია ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხზე და წარადგინა სამსახურის ინსტიტუციური განვითარების გეგმა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობაში დანერგვის კუთხით. წარდგენილი მოხსენების ფარგლებში მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ურთიერთმიმართებაზე, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და რისკების პროპორციულობის შესახებ. მან იმსჯელა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ ინსტიტუტებზე და მათ მნიშვნელობაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განაგრძობს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციას.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები