ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2025-01-23

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის ექპერტების საერთაშორისო ასოციაციის“ (“IAPP”) წევრი გახდა


2025 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კორპორაციული წევრის სტატუსით შეუერთდა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის ექპერტების საერთაშორისო ასოციაციას“ (“IAPP”). ასოციაციის წევრის სტატუსი სამსახურს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მისი ინსტიტუციური განვითარების, თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და უწყების სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.


წევრის სტატუსით სამსახურის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილია წვდომა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის ექპერტების საერთაშორისო ასოციაციის“ პლატფორმაზე განთავსებულ ციფრულ ბიბლიოთეკაზე, საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებებზე, ანგარიშებსა და სხვა მნიშვნელოვან მასალებზე მონაცემთა დაცვის სფეროში, რომელიც სამსახურს დაეხმარება, ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია ამ მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებსა და სიახლეებზე. ასევე, წევრის სტატუსი სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს შეღავათიანი პირობებით ასოციაციის სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვებისა და მონაცემთა დაცვის გლობალურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის შესაძლებლობაც.


ასოციაციასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს, რომლის ფარგლებშიც განიხილება წევრის სტატუსით უზრუნველყოფილი უპირატესობები, აგრეთვე, სამსახურის თანამშრომლებს განემარტებათ ასოციაციის პლატფორმის გამოყენების საკითხი.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები