date

2025-02-18

სკოლის მოსწავლეებისთვის ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ აქტიურად მიმდინარეობს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სკოლის მოსწავლეებთან ,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ აქტიურად მიმდინარეობს. 

პროექტი, რომელშიც მონაწილებას თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებენ,  4 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა  100-ზე მეტ მოსწავლესთან გამართეს.  

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს. სწავლობენ ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს. 

შეგახსენებთ, რომ VI-XII კლასების მოსწავლეებთან შეხვედრების  ჩანიშვნა ხდება წინასწარი რეგისტრაციით. 

შეხვედრის დასაჯავშნად  სკოლის წარმომადგენლებმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე office@pdps.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები: 

  •  ინფორმაცია სკოლის შესახებ;
  •  საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  •  დამსწრე მოსწავლეთა ასაკი და ზუსტი რაოდენობა;
  •  შეხვედრის სასურველი თარიღი (სამშაბათი);

შეხვედრის  ჩანიშვნა ხდება სრული ჯგუფისთვის, სკოლის ადმინისტრაციის ან მასწავლებლის მიერ.

პროექტის მიზანია არასრულწლოვნებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები