ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-28

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლელა ჯანაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოხსენება თემაზე: ,,პერსონალური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი’’ წარუდგინა. 

შეხვედრას  უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის დირექტორი ზვიად გაბისონია ესწრებოდნენ. 

ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას ამ მიმართულებით საინტერესო მსოფლიო პრაქტიკა გააცნო, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის აქტი მიმდინარე თვეში დაამტკიცა. მისი მიზანი, ინოვაციების ხელშეწყობასთან ერთად  ხელოვნური ინტელექტის რისკებისგან ფუნდამენტური უფლებების დაცვაა. 

გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სტუდენტებს ახალი კანონით გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო, რომლის ძირითადი ნაწილიც  ძალაში 1 მარტიდან შევიდა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები