ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-29

სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ მედიატორთა ასოციაციის  წევრებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის  წევრებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებახალი კანონით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა.

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური პრეზენტაცია  სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ წარადგინა.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო და აუდიომონიტორინგი, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი და პორტირება, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, მონაცემთა აღრიცხვა და სამსახურისთვის შეტყობინება.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა.

 

 

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები