ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-03

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციასთან შეხვედრა გმართეს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას შეხვდნენ. 

სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა- ქეთევან  კრაწაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ,  დელეგაციის წევრებს, მათ შორის ბოსნია და ჰერცოგოვინას საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენლებს,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი გააცნეს. ასევე, მიმოხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალაში 1 მარტს შევიდა,  ისაუბრეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემის იმ დეტალებზე,  რომლებიც მათ შორის საარჩევნო პროცესებშიც არის  აქტუალური. 

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში ეუთოს ეგიდით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციის,  საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების ცენტრის, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები