ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-08

შეხვედრა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებთან


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და  ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ქალაქ თბილისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა,  იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლიკა კობალაძემ და სამსახურის ექსპერტმა განათლების საკითხებში -  თამარ აბაზაძემ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს გააცნეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მათ შორის ის აქტივობები,  რომლებიც ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ განათლების სისტემაში შემავალი იმ სუბიექტების ცნობადობის ამაღლებას, რომელთათვისაც შესაბამისი ცოდნა მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობაა. 


სამსახურის თანამშრომლებმა აგრეთვე ისაუბრეს მონაცემთა დამუშავების პროცესის იმ დეტალებზე, რომლებიც, მათ შორის, საგანმანათლებლო პროცესებშიც არის  აქტუალური და მოისმინეს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების საჭიროებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები