2024-04-18
ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გააცნეს
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გააცნეს.
მონაცემთა დაცვის სამართლის ზოგადი კურსის ფარგლებში, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა - ლიკა კობალაძემ და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა - თენგიზ მამულიამ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დეტალურად წარუდგინეს ის ცვლილებები, რომელთა ძირითადი ნაწილიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, მონაცემთა დამუშავების კანონიერება, სუბიექტის უფლებები და მათი შეზღუდვის საფუძვლები, ვიდეო და აუდიო მონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება, მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.
ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.