ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-19

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის წარმომადგენლებმა “ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის” წევრებს  გააცნეს


“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის წარმომადგენლებმა “ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის” წევრებს  გააცნეს.


შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ „ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის“ წარმომადგენლებს დეტალურად წარუდგინეს  ის ცვლილებები და სიახლეები, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში, ბიზნეს საქმიანობისა და შიდა პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს სამსახურის მანდატი, ფუნქციები, საქმიანობის სპეციფიკა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა. 

შეგახსენებთ, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. სიახლეების გაცნობის მიზნით სამსახური საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისთვის, ასევე მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ტრენინგებსა და შეხვედრებს აგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები