ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-30

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა  თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები. როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და ასევე, განხილულ იქნა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ოფიცრის კანონით განსაზღვრული ფუნქცია - მოვალეობები.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა და 176 საჯარო და 107 კერძო სკოლის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.  შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო  სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან           კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა- სოფიო შამუგიამ და სამსახურის უფროსის აპარატის  ექსპერტმა განათლების საკითხებში -  თამარ აბაზაძემ გააცნეს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები