გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-09-17
ქ. სეულში, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა და ბრაზილიის ეროვნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელ-პრეზიდენტმა, ვალდემარ გონსალვეს ორტუნიო ჯუნიორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალური მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთდახმარების ხელშეწყობის მიზნით მიიღონ აუცილებელი ზომები. აგრეთვე, მემორანდუმის მიზანია: საზედამხედველო ორგანოთა გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა; განათლების, ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამების განვითარება; ერთობლივი კვლევითი პროექტების დანერგვა და განხორციელება და სხვა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, თარაშ პაპასქუა, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მიხეილ თიგიშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პოპიაშვილი. ხოლო, ბრაზილიის მხრიდან - კორეის რესპუბლიკაში ბრაზილიის ელჩი, მარსია დონერ აბრეუ, ბრაზილიის ეროვნულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ინსტიტუციური და საერთაშორისო ურთიერთობების გენერალური კოორდინატორი, ედუარდო გომეს სალგადო.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ქ. სეულში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის რიგით 47-ე კონფერენციაზე დასწრების მიზნით იმყოფებიან, სადაც სამსახურის უფროსი მოხსენებით წარსდგება.