date

2025-09-25

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პირველ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად!


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პირველ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად!

შეჯიბრის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, როლური თამაშის ფორმატში მოირგონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლი: შეისწავლონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტი, ჩაატარონ ინსპექტირება, შეაფასონ გარემოებები და მოამზადონ სამართლებრივი გადაწყვეტილება.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს V სემესტრიდან.  თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია წარადგინოს რამდენიმე გუნდი, თითოეული გუნდი კი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტისგან.

 პროექტის მიზნები:
•    სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის, მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ;
•    სტუდენტების სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება;

 გუნდების შერჩევა:
I ეტაპი - რეგისტრაცია (25 სექტემბერი-19 ოქტომბერი) 
II ეტაპი - საორიენტაციო შეხვედრები დარეგისტრირებული გუნდებისთვის
III ეტაპი - ტესტირება საუკეთესო 8 გუნდის შესარჩევად
შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმატში ქ. თბილისში. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. 

 შეჯიბრის მიმდინარეობა:
ტესტირების შედეგად შერჩეული რვა საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს როლურ თამაშებში. სტუდენტები მოირგებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლს: ჩაატარებენ ინსპექტირების სიმულაციას, შეისწავლიან ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოამზადებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

პირველი რაუნდის შემდეგ გამოვლინდება ოთხი საუკეთესო გუნდი, რომელიც გადავა ნახევარფინალში. ფინალური ეტაპისთვის კი შეირჩევა ორი გუნდი.

ფინალური რაუნდი ჩატარდება ქ. თბილისში 


 მონაწილეობის შედეგები: 

 შეჯიბრის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და თემატური ლიტერატურა.
  
გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ქ. თბილისში! 


 რეგისტრაცია:
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით  მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: competition2025@pdps.ge
 წარმოადგინეთ: 
•    გუნდის შემადგენლობა;  
•    სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
•    პირადობის მოწმობის ასლი;

წარმატებებს გისურვებთ !

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები