. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-12-11
სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა ერთ-ერთი კომპანიის მიერ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა ტაქსის სერვისით მომსახურებას აპლიკაციის მეშვეობით.
ინტერნეტკავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. კომპანიას აპლიკაციის საშუალებით იმგვარად ჰქონდა ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდებოდა აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი. შესაბამისად, სახეზე იყო ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.
ამასთან, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებამდე კომპანიამ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, კერძოდ, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა კომპანიას, გაეცა სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული ნებართვა.
სამსახურმა დაადგინა, რომ კომპანიის მიერ აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა. ამასთან, კომპანიას დაევალა, აპლიკაციის საშუალებით უზრუნველეყო საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა.