. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-07-12
სამსახურმა, სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების ფარგლებში, გეგმურად შეისწავლა დასაქმების საინფორმაციო სისტემის (შემდგომში ― პორტალი) მეშვეობით მოსარგებლეების მონაცემთა დამუშავების კანონიერება. აღნიშნული პორტალი განკუთვნილია ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის (ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ქმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას) მიერ საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიების გამოქვეყნებისთვის და მოსარგებლეების შესახებ ელექტრონული ჩანაწერების შესაქმნელად. შემოწმების დროისთვის პორტალის მეშვეობით ხელმისაწვდომი იყო ქვეპროგრამის 235 789 (ორას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა) მოსარგებლის შესახებ ინფორმაცია.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პორტალში აისახება მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, სარეიტინგო ქულა, მოსარგებლის ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი და სხვა; პორტალის ტექნიკურ მომსახურებას კი უზრუნველყოფს სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო“, რაც მოიცავს როგორც პორტალის მომხმარებელთა მართვას, ასევე – ქვეპროგრამის მუშაობის პროცესში დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური ცვლილებების განხორციელებას. სამსახურის გადაწყვეტილებით, სააგენტოს დაეკისრა პასუხისმგებლობა კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ამავე კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პასუხისმგებლობა დაეკისრა სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს“. იმავდროულად, სააგენტოს და სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს“ დაევალათ ზემოხსენებული დარღვევების აღმოფხვრა.
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე ერთერთი საჯარო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების სერვისის მიმღე...
სამსახურმა გეგმურად შეამოწმა 2 (ორი) სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის (შემდგომში ― კოლეჯი), ასევე 3 (სამი) საჯარო და 3 (სამი...
ვიდეოკამერების სისტემები სხვადასხვა სახის, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების, ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა. ამა...