. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-12-14
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ ამოცანას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ისინი, სხვა საგამოძიებო ორგანოების მსგავსად, იყენებენ ყველა იმ ინსტრუმენტს, მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა გამოძიების სრულად და ობიექტურად ჩასატარებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავი არეგულირებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე თავშია მოქცეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტისა და შეჩერების საკითხები. როგორც უკვე აღინიშნა, ხსენებული კოდექსის 1436 მუხლის მე-14 ნაწილი განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ოქმის შედგენის ვალდებულებას. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს დაუყოვნებლივ წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
2024 წელს გეგმურად შემოწმდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი), როგორც უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოს მიერ 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის 14 მარტამდე პერიოდში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ ოქმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენის ვალდებულების შესრულების საკითხი.
შემოწმებით გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯეროვნად უზრუნველყოფს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების თაობაზე ოქმების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენას. შესაბამისად, შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა სამართალდარღვევის ფაქტი.
სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმურად29 შეისწავლა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ მიერ, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის რეალურ დროში მიწოდების ვალდებულების შესრულების საკითხი.
სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით, საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება; ასევე – უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ მიერ შექმნილი, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული საშუალებით ხდება სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის ადგილმდებარეობის ავტომატურ რეჟიმში დადგენა. „112“-ის ფუნქციებიდან, განხორციელებული შეტყობინებების შინაარსისა და მოცულობიდან გამომდინარე, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ფარგლებში მუშავდება მონაცემთა სუბიექტების დიდი რაოდენობის მონაცემები ადგილმდებარეობის შესახებ. ამ პირობებში მნიშვნელოვანია დაცული იყოს მონაცემთა დამუშავების კანონიერება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ხორციელდება გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სამსახურისათვის მოწოდების გზით.
შესწავლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე არ გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი და არც დავალება/რეკომენდაციის გაცემის საჭიროება დამდგარა.