date

2024-12-14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გეგმური შემოწმების ფარგლებში შეისწავლა ხსენებული უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ, 2024 წლის პირველი ივნისიდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო

მოქმედების დასრულების შესახებ ოქმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენის ვალდებულების შესრულების საკითხი.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებისთვის. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცა რეკომენდაცია იმგვარი ორგანიზაციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შესახებ ოქმების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დაუყოვნებლივ წარმოდგენას.

მსგავსი გადაწყვეტილებები