. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-11-25
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გეგმურად განხორციელდა
5 (ხუთი) შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა კაზინოების მიერ მათ
მფლობელობაში არსებულ შენობაში, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის
განხორციელების შესაძლო ფაქტები.
ერთ-ერთი კაზინოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამო-
საცვლელ ოთახებში, შესასვლელი კარის მიმდებარედ, დამონტაჟებული იყო ვიდეო-
სათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში ნაწილობრივ ექცეოდა ამავე
ოთახებში შესასვლელი კარები. ამასთან, მამაკაცებისთვის განკუთვნილი გამოსაცვლელი
ოთახის კამერის ხედვის არეალში ასევე ხვდებოდა ამავე ოთახის შესასვლელ კართან
განთავსებული კარადები იმგვარად, რომ გამოსაცვლელ ოთახში შესვლისას და
კარადების სიახლოვეს დგომისას პირი ხვდება კამერის ხედვის არეალში. შესაბამისად,
აღნიშნულ არეალებში (მამაკაცების გამოსაცვლელი ოთახის კარებთან და მასთან
განთავსებულ კარადებთან, ასევე, ქალებისთვის განკუთვნილი ოთახის კარებთან)
თანამშრომლების მიერ ტანსაცმლის გამოცვლის შემთხვევაში, კამერების ხედვის
არეალში მოექცეოდა აღნიშნული ფაქტებიც. კომპანიის მიერ აღნიშნულ სივრცეებში
მონიტორინგის მიზნად დასახელდა საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ გამოსაცვლელი ოთახი, მისი ფუნქციური დატვირთვიდან
გამომდინარე, წარმოადგენს პრივატულ სივრცეს. პირის უფლება, რომ გარეშე პირთა
დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცით, წარმოადგენს
მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გარანტს. გამოსაცვლელ ოთახში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერა, თუნდაც
იმ პირობებში, რომ მისი ხედვის არეალი მოიცავდეს მხოლოდ ოთახის შესასვლელ კარს
ან/და შესასვლელის გარკვეულ პერიმეტრს, პირს უკარგავს სივრცის პრივატულობის
აღქმას და ვიდეოთვალთვალის არეალში ყოფნის განცდა ზღუდავს მისი ქცევის
თავისუფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოსაცვლელ
ოთახებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი გაუმართლებელია, მიუხედავად ასეთი
მონიტორინგის მიზნისა.
ამავე კაზინოს შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ვიდეოსათვალთვალო
კამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების მიმართ არ იყო მიღებული სათანადო
უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირები
არ იყენებდნენ ინდივიდუალურ პროგრამულ მომხმარებელსა და პაროლს. ამასთან,
ვიდეოსათვალთვალო სისტემაში არ ხდებოდა მონაცემთა მიმართ შესრულებული
მოქმედების აღრიცხვა, რაც მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავების რისკებს
წარმოშობს.
სამსახურის გადაწყვეტილება: კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსო-ნალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე და 48-ე მუხლების
პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვე-
ვების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა. ამასთან,
კომპანიას დაევალა ზემოხსენებული დარღვევების აღმოფხვრა.