. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-11-30
სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ელექტრონული კომუ-
ნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში ხდება ელექტრონული
კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების „კოპირება“ ყველა ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიიდან, რაც უნდა ინახებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული
12 თვის ვადით.
გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში თავს იყრის დიდი
მოცულობის მონაცემები საქართველოში რეგისტრირებული ყველა აბონენტის შესახებ,
2022 წელს სამსახურმა დაიწყო აღნიშნული საკითხის შემოწმება, მონაცემთა შენახვის
ვადის, ასევე, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ გაცემული მონაცემების
პროპორციულობის საკითხის შესწავლის მიზნით.
შემოწმების პროცესში წარმოიშვა ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების
მიერ მონაცემების სააგენტოსთვის გადაცემის შესწავლის საჭიროებაც. აღნიშნული
შემოწმების კომპლექსურობის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გამოვლინდა
ისეთი საკითხები, რომელთა აღმოფხვრაც ხელს შეუწყობს პროპორციული მოცულობის
მონაცემების დამუშავებას და გამორიცხავს სააგენტოსთვის არასაჭირო ინფორმაციის
გადაცემასა და, შესაბამისად, მის შენახვას.
შესწავლის შედეგად, შპს „სელფი მობაილი“, სს „სილქნეტი“ სამართალდამრღვევებად
იქნენ ცნობილი. შპს „სელფი მობაილს“ დაევალა სააგენტოსთვის გადაეცა მხოლოდ
აქტიური მომხმარებლების შესახებ მონაცემები, რათა გამორიცხულიყო მონაცემების
უსაფუძვლოდ დამუშავების ფაქტები. ხოლო სს „სილქნეტი“ ცნობილ იქნა სამართალ-
დამრღვევად, ვინაიდან მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ ჰქონდა
მიღებული სათანადო ტექნიკური ზომები. კომპანიას ასევე დაევალა შესაბამისი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსათვის
კანონით დადგენილი მონაცემების მიწოდებას და გამორიცხავს შეუსაბამო მონაცემების
გამჟღავნებას.
არასაჭირო ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით, ასევე, დადგინდა, რომ ადგილი
ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მონაცემების დამუშავებას,
კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და დაევალა იმ მონაცემების წაშლა
რომელთა მიმართაც გასულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახუ-
რების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით
განსა-ზღვრული შენახვის ვადები.
ზემოაღნიშნული შემოწმების ფარგლებში სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების
პროცესშიც დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი და, პროცესის მოწესრიგების
მიზნით, გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 4 დავალება.