ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-28

სამსახური ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IWGDPT) 75-ე შეხვედრას უმასპინძლებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IWGDPT) 75-ე შეხვედრას უმასპინძლებს

ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, ე. წ. „ბერლინის ჯგუფი“ 1983 წელს შეიქმნა. მისი მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტელეკომუნიკაციის, ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა საჯარო უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროს ინდივიდუალურ ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 21 მარტიდან საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო „ბერლინის ჯგუფის“ სრულუფლებიანი წევრია და ყოველწლიურად მონაწილეობს ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის განხილვას ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უმასპინძლებს „ბერლინის ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის არსებული გამოწვევები და ტენდენციები განიხილება.

მსგავსი სიახლეები