ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-19

საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა,  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა. 

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები, როგორებიცაა, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი. ასევე,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და კანონით განსაზღვრული ფუნქცია - მოვალეობები.

შეხვედრას იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  შავლეგ თოდუა უძღვებოდა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  მუნიციპალიტეტის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები