ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-13

ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონული შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ტრენინგები ჩაატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონული შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ტრენინგები ჩაატარეს. 

ამჯერად, შეხვედრები წყალტუბოსა და ლანჩხუთის მერიების, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და სხვა თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ორივე შეხვედრას ჯამში 60 მდე ადამიანი დაესწრო. 

სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ ტრენინგების ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, სუბიქტის უფლებები, ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. 

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ კონკრეტული შემთხვევები. 

რეგიონულ შეხვედრებს სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები