ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-12-17

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამხედრო პოლიციისა და სხვა დანაყოფების თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამხედრო პოლიციისა და სხვა დანაყოფების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებისა და ახალი ინსტიტუტების შესახებ.  ასევე, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ქვედანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, ყურადღება გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებზე, პრინციპებზე, მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების ღონისძიებებზე, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტების შეფასებისა და სამსახურისთვის შეტყობინების მნიშვნელობაზე.  

ტრენინგი თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - შავლეგ თოდუა უძღვებოდა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორამ პასუხები მიიღო მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები