გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-04-01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.
„დღეს, როდესაც საქართველოს მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ვიმყოფებით ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და, შესაბამისად, ახალი სტანდარტების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ახალი კანონის მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისათვის, რაც, ასევე, აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ“ - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის წინასიტყვაობაში.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა 62 შეხვედრა 3158 დამსწრე პირთან.