2024-04-12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაუტარდათ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაუტარდათ. დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა - ლიკა ტანიაშვილმა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო/აუდიო მონიტორინგი და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.