2024-04-15
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ქ. ერევანში რიგით მე-5 სომხურ- ქართულ სამართლებრივ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ქ. ერევანში რიგით მე-5 სომხურ- ქართულ სამართლებრივ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე, სამსახური უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემ ისაუბრეს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე, ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის მექანიზმებზე. ასევე იმსჯელეს საკანონმდებლო სიახლეებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
თავის მხრივ სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს უფროსმა , გრიგორ ნერსისიანმა მიმოიხილა საზედამხედველო ორგანოს სტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. პლენარულ სესიაზე, ასევე, მოხსენებებით წარსდგნენ სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს სხვა თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით.
სამართლებრივი ფორუმი ქ. ერევანში ორ დღეს გაგრძელდა და ის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთად გახსნა.
ფორუმის ორდღიანი სამუშაო ფორმატის ფარგლებში არსებული მიღწევები და დაგეგმილი ინოვაციები კოლეგებთან ერთად განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა.