2024-04-16
ეთნიკურ უმცირესობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
ეთნიკურ უმცირესობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახური საინფორმაციო - შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.
თბილისის N73, N218 და N64 სკოლის საბაზო, საშულო საფეხურის 120 მდე მოსწავლესთან ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, საინფორმაციო შეხვედრა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ექსპერტმა განათლების საკითხებში - თამარ აბაზაძემ, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სპეციალისტმა - ელშად ახვერდოვმა და იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა - ლიკა მორალიშვილმა ჩაატარეს.
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს - რა პერსონალური მონაცემები მუშავდება სკოლაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა სივრცეებში. გაიგეს, რა შემთხვევებშია აღნიშნული მონაცემების დამუშავება კანონის შესაბამისი და მისი საწინააღმდეგო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ეთნიკურ უმცირესობებში ცნობეირების ამაღლება, სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამომავლოდ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სომხურენოვან სკოლებშიც იგეგმება.