გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-05-19
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჩხერის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 70-მდე წარმომადგენელმა მიიღო.
ტრენინგს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები და სხვა საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შავლეგ თოდუამ, და სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ავთანდილ ლეფსვერიძემ, დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილული საკითხები მოიცავდა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, ინციდენტების შესახებ ინფორმირებას, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას, მონაცემთა უსაფრთხოებას, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის როლს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ღონისძიება წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ნაწილს, რომლის მიზანია საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და ახალი კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.