. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-11-27
ვიდეო- და აუდიომონიტორინგის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების მასშტაბის, სპეციფიკის და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით სამსახურმა სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურის“ მიერ სამხრე კამერების მეშვეობით აუდიოჩაწერისა და ვიდეოჩაწერის გზით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.
შრომის ინსპექციის პრაქტიკის თანახმად, ინსპექტირების განმახორციელებელი პირები ობიექტზე ყოფნისას იყენებენ სამუშაო ფორმაზე დამაგრებულ სამხრე კამერებს, რომლებიც ვიდეოგამოსახულებასა და აუდიოსიგნალს უწყვეტად აფიქსირებენ. შრომის ინსპექციის, როგორც საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, მიზანი შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაა. თავის მხრივ, სახელმწიფო კონტროლის მიზანი, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა თუ ობიექტზე მყოფ სხვა პირთა მიმართ შრომითი ნორმების ეფექტიანი დამკვიდრების, ხელშეწყობისა და გამოყენების მიზნით, შრომითი ნორმების დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფაა. ინსპექტირების პროცესში მონაცემების ვიდეომონიტორინგის გზით დამუშავებას სფეროს მარეგულირებელი აქტები სავალდებულოდ ადგენენ, ხოლო, შრომის ინსპექციის პოზიციით, მსგავს ნორმატიულ ჩანაწერებში აუდიომონიტორინგი ავტომატურად იგულისხმება. აღნიშნულ მოსაზრებას დაწესებულება უკავშირებდა იმ გარემოებას, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის წინა რედაქცია აუდიომონიტორინგის წესს დამოუკიდებლად არ ითვალისწინებდა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აუდიომონიტორინგის რამდენიმე სამართლებრივ საფუძველს ასახელებს, მათ შორის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, საოქმო ჩანაწერის წარმოებისა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმური ინტერესის დაცვის საჭიროებაც მოიაზრება. ამასთან, აუდიომონიტორინგი, როგორც მონაცემების დამუშავების ერთ-ერთი და ამასთან ვიდეომონიტორინგისგან განსხვავებული ფორმა, დასახელებული იყო კანონის წინა რედაქციაშიც.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სამხრე კამერების საშუალებით შექმნილი ვიდეო-აუდიოჩანაწერები გამოიყენება როგორც ობიექტზე არსებული სიტუაციის აღწერისათვის ვიზუალურ, ისე – ობიექტის მიერ შრომითი ნორმების დაცვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენ მტკიცებულებებად. თავის მხრივ, ინსპექტირებისას გადაღებული ჩანაწერები ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შრომის ინსპექციის თანამშრომლების შესვლის მომენტში უნდა ასახავდეს, ხოლო შრომითი ნორმების დაცვა მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებებიდან არ შეიძლება გამომდინარეობდეს. პროცესის ვიდეოჩანაწერებზე დაფიქსირება ობიექტის ფიზიკური მდგომარეობის, სამუშაო სივრცისა და პირობების, უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომების ფიქსაციისათვის არის მნიშვნელოვანი; ხოლო ხმოვანი სიგნალის დამუშავება დასაქმებულებთან/დამსაქმებლებთან წარმოებული კომუნიკაციის შემდგომი ინტერპრეტაციის გარეშე ფიქსაციას, გაბმული ხმაურისა და ობიექტზე მყოფი პირების სპეციფიკური ინტონაციების (ყვირილი, კამათი, მიმანიშნებელი ხმოვანი სიგნალი და სხვა) გამოვლენას ემსახურება. სამსახურის მიერ სამხრე კამერების საშუალებით ვიდეო- და აუდიომონიტორინგის განხორციელების ისეთი მიზნები იქნა დანახული, როგორებიცაა ეფექტიანი და გამჭვირვალე წარმოება, რაც, შრომის ინსპექციის გარდა, წარმოების მხარეებისათვისაც არის სარგებლიანი.
ვიდეო- და აუდიომონიტორინგის განხორციელების კანონიერების დასადგენად, გარდა სათანადო საფუძვლების და ლეგიტიმური ინტერესებისა, სამსახურმა კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ხარისხიც შეაფასა. კერძოდ, შემოწმების ფარგლებში გამოკვლეულ იქნა დამუშავებული მონაცემების მოცულობა, ჩანაწერების შენახვის ვადა, მონაცემთა სუბიექტთა ინფორმირების მიზნით შერჩეული მეთოდები, მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, კანონით პირდაპირ განსაზღვრული წერილობითი წესების არსებობა/სისრულე და მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამხრე კამერების საშუალებით ვიდეოაუდიომონიტორინგის თაობაზე ფიზიკური პირების ინფორმირების ძირითადი მეთოდებია შრომის ინსპექტორების მიერ ჩაწერის თაობაზე ზეპირსიტყვიერი ინფორმაციის გაჟღერება და ინსპექტორის სხეულზე მოწყობილობის თვალსაჩინო ადგილას განთავსება. სანიმუშოდ წარმოდგენილი 15-ამდე ვიდეოაუდიოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩაწერის თაობაზე პირთა ინფორმირება პრაქტიკაში განსხვავებული ფორმულირებებით, არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ინსპექტორები პირებს მხოლოდ იმას განუმარტავდნენ, რომ სხეულზე კამერა ჰქონდათ დამაგრებული, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ვიდეომონიტორინგზე ხდებოდა მითითება. შესაბამისად, აუდიოჩაწერის წარმოება ყურადღების მიღმა რჩებოდა და ა. შ. თავის მხრივ, კამერის თვალსაჩინოება ფიზიკურ პირს ჩაწერის მიმდინარეობის ან/და ფარგლების (მათ შორის, ვერც აუდიოჩაწერის) თაობაზე სათანადო ინფორმაციას ვერ მიაწვდის. აქედან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების მეთოდი ნაკლოვანად იქნა შეფასებული. გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შრომის ინსპექციას სამხრე კამერების საშუალებით განხორციელებული აუდიომონიტორინგის წესი არ ჰქონდა შემუშავებული და აღნიშნული არც მოქმედი კანონმდებლობის ჩანაწერებით იყო რეგულირებული, რითაც დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის (აუდიომონიტორინგის წესი) მოთხოვნები და სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახური“, ამავე კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.
შემოწმების ფარგლებში როგორც სამხრე კამერების გამოყენებისა და ფუნქციონირების წესები, ასევე უშუალოდ ვიდეო-აუდიოჩანაწერების შენახვის, მათზე წვდომის პროცესები იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც მონაცემთა უსაფრთხოების მიმართ მიღებული ზომების რიგი ნაკლოვანებები გამოვლინდა. მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვა უსაფრთხოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია, რომელიც მონაცემთა უკანონო დამუშავების პრევენციის მიზანს ემსახურება. დადგენილი გარემოებების მიხედვით, სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ (რომელიც შრომის ინსპექციის მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირია), ვიდეო-აუდიოჩანაწერების შენახვის/ორგანიზების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემა მონაცემების მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს (ჩაწერა, წაშლა, გაზიარება, დათვალიერება, გადმოწერა) არ აღრიცხავდა; ხოლო ელექტრონული სისტემის მომხმარებლებით შრომის ინსპექციის ასზე მეტი თანამშრომელი სარგებლობდა, ინსპექტირების პროცესის ამსახველი ჩანაწერები კი განსაკუთრებული სენსიტიურობით და მტკიცებულებითი მნიშვნელობით ხასიათდებოდა. გარდა ამისა, ვიდეოა-უდიოჩანაწერების შემნახველი ელექტრონული რესურსის ოპერაციული სისტემის მომხმარებელი და პაროლი არ იყო განპიროვნებული. მისი გამოყენების შესაძლებლობა, სააგენტოს რამდენიმე სისტემურ ადმინისტრატორს ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების განმახორციელებელი პირის უტყუარად იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს“, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით (მონაცემთა უსაფრთხოება) დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და, კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად, იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.
რსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის8 მოთხოვნები შესრულებული არ ჰქონდა. კერძოდ, ის არ აღრიცხავდა სამხრე კამერების საშუალებით ვიდეო-აუდიომონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული დაწესებულების პოზიცია, რომელიც ინსპექტორების მიერ შესრულებული სამუშაოს პერიოდულ ანგარიშგებას, კანონის მითითებული ნორმის შესრულებისთვის საკმარისად მიიჩნევდნენ. ხსენებული მუხლი კანონის მოქმედი რედაქციის სიახლეა და ის არ გულისხმობს პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის ან კონკრეტულ მონაცემთა დამუშავების შემთხვევების შესახებ, ზემდგომი თანამდებობის პირების ინფორმირებიდან თუ მათ წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ცალკეული დოკუმენტების (მაგალითად, ყოველთვიური ანგარიშების) შექმნას; არამედ საჭიროა მონაცემების დამუშავების პროცესების თაობაზე განზოგადებული ინფორმაციის აღრიცხვა, რომელიც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს პროაქტიულ საშუალებას აძლევს, ერთგვაროვან ინფორმაციას ფლობდეს ყველა იმ მონაცემის დამუშავების თაობაზე, რომელთა კანონიერების დადასტურების ვალდებულებაც აქვს. აღნიშნულ მექანიზმს პრევენციული დატვირთვა აქვს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში და, შესაბამისად, მონაცემების არაკანონიერი დამუშავების შემთხვევების შემცირებასა და აღმოფხვრაში ეხმარება. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახური“ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.