date

2024-10-24

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო


სამსახურმა გეგმურად შეისწავლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ― სამინისტრო) მიერ ელექტრონული პორტალის მეშვეობით შრომით მიგრანტთა პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და შენახვის გზით დამუშავების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პერიოდისთვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში, რომლის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს სსიპ  „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო“ (შემდგომში ― სააგენტო), ასახული იყო 33 411 (ოცდაცამეტი ათას ოთხას თერთმეტი) იმიგრანტის და 469 (ოთხას სამოცდაცხრა) ემიგრანტის მონაცემები. 

თმეტი) იმიგრანტის და 469 (ოთხას სამოცდაცხრა) ემიგრანტის მონაცემები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ელექტრონულ სისტემაში აისახება: ემიგრანტების სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა, პროფესია, სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია, დასაქმების ქვეყანა, საშუალო თვიური ანაზღაურება და სხვა; ხოლო იმიგრანტის შესახებ იმგვარი პერსონალური მონაცემები, როგორებიცაა: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, წარმოშობის ქვეყანა, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, ვიზის ნომერი და თარიღი, ბინადრობის ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, პოზიცია, ანაზღაურების ოდენობა, განათლება, პროფესია და სხვა. აღსანიშნავია, რომ შრომითი მიგრაციის ზედამხედველობა განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას; ელექტრონული სისტემის არსებობის მიზანს კი წარმოადგენს შრომით მიგრანტთა შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, რაც აადვილებს სამინისტროს მიერ საშუამავლო კომპანიებისა და ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს, ასევე – აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და სტატისტიკის წარმოებას.

შემოწმების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისთვის სახელმწიფოს შესაძლოა ნებისმიერ დროს დასჭირდეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება (თუნდაც გასული წლების მიხედვით როგორც ემიგრაციის, ასევე იმიგრაციის მიმართულებით), რის გამოც დაგეგმილი იყო შრომითი მიგრანტების მონაცემების უვადოდ შენახვა. აღნიშნული ასევე ემსახურება შრომითი იმიგრანტების იდენტიფიცირების მიზანსაც. სამსახურის განმარტებით, დასახელებული მიზნებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს მონაცემების ხანგრძლივად შენახვა, თუმცა ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისთვის შესაძლოა არ იყოს გამოსადეგი რამდენიმე ათწლეულის წინანდელი ინფორმაცია. ანალოგიურად, ბუნდოვანია პირის მუდმივად იდენტიფიცირების საჭიროება, ადამიანის შრომითი უნარებისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში ასევე გამოიკვეთა, რომ მონაცემებზე დაშვების მქონე ერთ-ერთ თანამშრომელს, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამუშავებულ შრომითი იმიგრანტების მონაცემებზე წვდომა არ ესაჭიროებოდა. ამასთანავე დადგინდა, რომ ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზიდან განხორციელებული მოქმედებები არ აღირიცხებოდა. აღნიშნული გარემოებები მიუთითებდა მონაცემების დასაცავად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიუღებლობაზე, რაც მონაცემთა შემდგომი არამართლზომიერი დამუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რისკების შემცველია.

სამსახურის გადაწყვეტილებით, სამინისტროს და სააგენტოს დაეკისრათ პასუხისმგებლობა კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. იმავდროულად, მათ დაევალათ ზემოხსენებული დარღვევების აღმოფხვრა.

მსგავსი გადაწყვეტილებები