. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-16
მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია დაკისრებული
მოვალეობის ჯეროვნად შესრულების მიზნებისთვის დამსაქმებლების მიერ
თანამშრომლების შემოწმება და მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სამსახურმა
შეისწავლა სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმა-
რების ცენტრის“ მიმართ წარმოდგენილი თანამშრომლების მიმართვა. ისინი სადავოდ
ხდიდნენ ცენტრის კონტროლის დეპარტამენტის მიერ განმცხადებლების ნარკოლოგიურ
შემოწმებაზე გადაყვანის პროცესში აღნიშნული შემოწმების თაობაზე მონაცემების სხვა
დასაქმებულებისთვის გამჟღავნებას.
შესწავლის ფარგლებში, ყველა პოტენციური მოწმის გამოკითხვის და ვიდეომასალის
დათვალიერების მიუხედავად, მონაცემების გამჟღავნების დამადასტურებელი
უტყუარი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული, თუმცა, დადგინდა, რომ ცენტრის
შინაგანაწესისა და ხელშეკრულების ნორმებით, აგრეთვე, სხვა რაიმე შიდაორგა-
ნიზაციული დოკუმენტებით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მოთხოვნისა
და შემოწმებაზე გადაყვანის კონკრეტული პროცედურა დადგენილი არ იყო. ხოლო
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ცენტრის მიერ თანამშრომლის ნარკოლოგიური
შემოწმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კონტროლის დეპარტამენტის
შესაბამისი პირები ცხადდებოდნენ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე, მოძრაობდნენ,
ყოვნდებოდნენ ეზოში და დამსაქმებლის გადაწყვეტილებას მას პირადად, ზეპირი
ფორმით გადასცემდნენ. ამასთან, თანამშრომლების მიერ დასაქმებულისთვის
ნარკოლოგიური შემოწმების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან
ერთად, კონკრეტულ დასაქმებულს განცალკევებით სასაუბროდ გაიხმობდნენ,
ხოლო შემდგომ სამუშაო ადგილიდან გაჰყავდათ, რაც თვალსაჩინო იყო სხვა
თანამშრომელთათვის. სამსახურის შეფასებით, ინფორმაციის ზემოაღნიშნული ფორმით
მიწოდებით არ ხდებოდა პროცესის იმგვარად ორგანიზება, რომ მონაცემები ჯეროვნად
ყოფილიყო დაცული შემთხვევითი/უკანონო გამჟღავნებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ
უშუალოდ კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და დასაქმებულს შორის
შემდგარი საუბრის შინაარსი მესამე პირთათვის პირდაპირი გზით არ გამჟღავნდებოდა.
ნარკოლოგიური შემოწმების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მეტად პრივა-
ტული ხასიათის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცენტრის
მიერ დასაქმებულთათვის შემოწმების საჭიროების შესახებ ინფორმაციის გადაცემისა
და მათი შემოწმების უზრუნველყოფის პროცედურის იმგვარად მოწესრიგება, რომ
მაქსიმალურად იქნეს შემცირებული მონაცემების მესამე პირთათვის გამჟღავნების
ზემოაღნიშნული რისკები. მაგალითად, აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა არა
კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილზე ვიზიტისა და
პროცესის სხვა თანამშრომლების თანდასწრებით წარმართვის გზით, არამედ, ინფორმა-
ციის მისაღებად კონკრეტული დასაქმებულის დაბარებით მისი უშუალო სამუშაო
ადგილიდან მოშორებით, სამედიცინო დაწესებულებაში, წინასწარ შეთანხმებულ დროსა
და ადგილზე. ამასთან, შესაძლო ბუნდოვანებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების
თავიდან ასაცილებლად, სამსახურის შეფასებით, საჭიროა, ნარკოლოგიური შემოწმების
უზრუნველყოფის პროცედურა, დასაქმებულებთან კომუნიკაციის მეთოდი, მათთვის
განსამარტი უფლებების შინაარსი და სხვა კონკრეტული წესები ცენტრმა წერილობით
მოაწესრიგოს და აღნიშნული დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს.