. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-19
სამსახურმა განიხილა მოქალაქის მომართვა, რომელიც მიუთითებდა, რომ
რეგისტრირებული იყო „C“ ჰეპატიტის სკრინინგმოდულში, თუმცა, თავად სკრინინგ-
ტესტი არ ჩაუტარებია.
განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,
ელექტრონული მოდულის მეშვეობით, ინახავდა განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად
ნომერს, დაბადების თარიღს, ასაკს, სკრინინგის განმახორციელებელი ორგანიზაციის
დასახელებას, სკრინინგის დადებით შედეგს, რაც ნიშნავდა, რომ განმცხადებელს
ჰქონდა ანტისხეულები „C“ ჰეპატიტზე, შესაბამისად, ვირუსი ოდესღაც იყო მის
ორგანიზმში, სკრინინგის 2017 წელს ჩატარების შესახებ მონაცემს, კონფირმაციული
კვლევის1 ჩატარების ფაქტს, შედეგის გარეშე და სხვა. ამასთან, განმცხადებელმა
წარმოადგინა კონფირმაციული კვლევის უარყოფითი შედეგი. განხილვის ფარგლებში
დადგინდა, რომ კვლევის შედეგი, ერთი მხრივ, არ არის ხელმისაწვდომი „C“ ჰეპატიტის
სკრინინგმოდულში და, მეორე მხრივ, არ აბათილებს სკრინინგის შედეგებს, ვინაიდან
კონფირმაციული კვლევა მხოლოდ მიუთითებს, რომ პირს აქტიური ვირუსი არ აქვს,
თუმცა არ გამორიცხავს მის სისხლში „C“ ჰეპატიტზე ანტისხეულების არსებობის ფაქტს.
ამასთან, გამოირკვა, რომ მოდული არ იძლევა საშუალებას, პირველად შედეგებთან
ერთად აისახოს განმეორებითი ანტისხეულების ტესტის შედეგები იმ შემთხვევაშიც კი,
თუ პირი ჩაიტარებს უფრო მაღალი სანდოობის ლაბორატორიულ კვლევას.
ამდენად, განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ „C“ ჰეპატიტის სკრინინგმოდული
არ იძლევა სკრინინგის ობიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულად ასახვის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როდესაც
მომდევნო მონაცემი წინას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელსაც
მითითებულ მოდულზე აქვს წვდომა, მასში ასახული მონაცემის სუბიექტთა შესახებ
შესაძლოა ეცნობოდეს მხოლოდ პირველად ინფორმაციას, ხოლო თავად ინდივიდს
ეზღუდება შესაძლებლობა, იზრუნოს ბაზაში მის შესახებ კონკრეტული ფაქტის თაობაზე
სრულყოფილი ინფორმაციის ასახვაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემების
მიმართ მსგავსი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტის, მოძველებული
ინფორმაციის განახლების პრინციპის სათანადო რეალიზებას, ცენტრს დაევალა
შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება მასზედ, რომ „C“ ჰეპატიტის
სკრინინგმოდული ინდივიდის მიერ შესაბამისი მაღალი სანდოობის კვლევის შედეგების
წარმოდგენის შემთხვევაში იძლეოდეს პირის მიერ ვირუსზე ანტისხეულების სკრინინგის
შედეგის შესახებ თავდაპირველად რეგისტრირებულისგან განსხვავებული მონაცემების
დამატებით ასახვის შესაძლებლობას.