. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-17
ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა
შეისწავლა კერძო კომპანიის ერთ-ერთ დეპარტამენტში (შემდგომში - დეპარტამენტი)
დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილზე მიმდინარე ვიდეოთვალთვალის
კანონიერება. შეტყობინების თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ჰქონდათ
კომუნიკაცია მომხმარებლებთან და არ განკარგავდნენ ფინანსებს. შეტყობინების
ავტორმა მიიჩნია, რომ კომპანიის დეპარტამენტში სავარაუდოდ კანონდარღვევით
მიმდინარეობდა ვიდეოთვალთვალი.
სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ დეპარტამენტის თანამშრომლების
სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგისას, დაცული არ იყო სამართლიანი ბალანსი
მონაცემთა დამმუშავებლის კანონიერ ინტერესებსა და მონაცემთა სუბიექტის პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის უფლებას შორის, რის გამოც არ
არსებობდა სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის განხორციელებისათვის კანონით
დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეული
იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, რის საფუძველზეც, სამსახურის
უფროსის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და მიეცა
სავალდებულოდ შესასრულებელი დავალებები.
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე ერთერთი საჯარო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების სერვისის მიმღე...
სამსახურმა გეგმურად შეამოწმა 2 (ორი) სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის (შემდგომში ― კოლეჯი), ასევე 3 (სამი) საჯარო და 3 (სამი...
ვიდეოკამერების სისტემები სხვადასხვა სახის, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების, ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა. ამა...