. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-19
სამართალდამცავ ორგანოებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვა-
ლისწინებით, უწევთ პერსონალური მონაცემის გასაჯაროება, რასაც საკუთარ
ვებგვერდებზე ან სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა შეისწავლა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის
სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი პერსონალური მონაცემების შემცველი
ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური
ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერება.
შემოწმებითა და საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზით, მიხეილ სააკა-
შვილის მიმართ, მისი სტატუსიდან გამომდინარე, არსებობდა და არსებობს რა
ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედება
საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მიერ 2022 წლის 4, 6, 7 ოქტომბრის, 12, 17 დეკემბრის და 2023
წლის 1, 8, 9 თებერვლის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება – მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური
საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად.
რაც შეეხება 2022 წლის დეკემბერში ამავე მიზნით ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას
2022 წლის 9 აგვისტოს ჩანაწერს, მსგავსი ფორმით საზოგადოების ინფორმირება არ იქნა
მიჩნეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად
და მონაცემთა დამმუშავებელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალური
მონაცემების არაპროპორციული მოცულობით დამუშავების გამო.
მონაცემთა დამმუშავებელს დაევალა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე 2022
წლის 14 დეკემბერს გასაჯაროებული ჩანაწერებიდან წაეშალა 2022 წლის 9 აგვისტოს
ვიდეოჩანაწერი.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრ-
ღვევად მონაცემთა დამუშავების პრინციპის, კერძოდ, მონაცემთა სამართლიანად
და კანონიერად დამუშავების დარღვევისათვის და დაეკისრა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა.
მონაცემთა დამმუშავებელს, ასევე, დაევალა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობის შესახებ მოეხდინა
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინფორმირება. დღეის მდგომარეობით სამსახურის
დავალებები შესრულებულია.
საანგარიშო პერიოდში პროპორციულობისა და ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი
მოცულობით მონაცემთა დამუშავებისას ანალოგიური დარღვევები დაფიქსირდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაშიც.
2023 წლის 27 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა მოქალაქის დაკავებასთან
დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მისცემოდა
დამახინჯებული ინტერპრეტირება და საზოგადოება შეცდომაში არ შესულიყო,
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაასაჯაროვა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2023 წლის 20 ივლისს ქ.
თბილისში მოქალაქის დაკავების გარემოებების ამსახველი, აუდიო/ვიდეოჩანაწერები,
სადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათ მიერ
დაკავებული პირის გარდა, ჩანაწერზე იდენტიფიცირებადი ფორმით (გამოსახულების
დაფარვის გარეშე) აღბეჭდილნი იყვნენ მესამე პირები – უცხო ადამიანები – და სხვადასხვა
სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო
არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რითაც დადგინდა, რომ აუდიო/ვიდეოჩანაწერები
მოიცავდა შემთხვევასა და ფაქტთან კავშირში არმყოფი უცხო პირების პერსონალურ
მონაცემებს, მესამე პირთა სატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების
გამოსახულებას, მათ შორის, უცხო მოქალაქეთა ვიზუალური გამოსახულებით
იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამ ნაწილში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
მონაცემთა დამუშავების მიზანი არ გააჩნდა და მათი პერსონალური მონაცემები
გამოძიების ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. მათ მიერ დამუშავებული მონაცემების
მოცულობა იწვევდა არათანაზომიერ ჩარევას იმ პირთა უფლებებში, რომლებიც
იდენტიფიცირებადი ფორმით იყვნენ აღბეჭდილნი გასაჯაროებულ ჩანაწერებში.
მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული პერსონალური ინფორმაციის – მესამე პირების
თუ სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით
გავრცელებით შესაძლებელი იქნებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, რაც მინიმუმამდე
დაიყვანდა სხვათა უფლებაში ჩარევის ინტენსივობას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, პირდა-
პირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებადი მესამე პირების პერსონალური მონაცემების
კანონიერი მიზნის შეუსაბამოდ არაპროპორციული მოცულობით დამუშავების ფაქტზე
და დაეკისრა ჯარიმა.
მასვე დაევალა, გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე დაუყოვნებლივ უზრუნველეყო
შემოწმების ფარგლებში განხილული, პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო/ვიდეოჩანაწერების სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდიდან წაშლა ან მათი
განთავსება პირის დაკავებასთან კავშირში არმყოფი მესამე პირებისა და სატრანსპორტო
საშუალებების სახელმწიფო ნომრების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
დავალება დღეის მდგომარეობით შესრულებულია.
სამსახურმა შეისწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსა-
ხურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) მიერ ვებგვერდზე3 – www.is.ge – 2014
წლის კონკრეტულ თარიღებში4 განთავსებული მონაცემთა სუბიექტების პერსონალური
მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების გზით დამუშავების კანონიერების
საკითხი.
ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში სისხლისსამართლებრივი წესით დაკავების
შესახებ პრესრელიზები არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ კონკრეტულ
ფაქტსა და შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც იძლეოდა ინფორმაციას.
შემოწმებამ ცხადყო, რომ 2014-2017 წლებში კონკრეტული პირების პერსონალური
მონაცემები იდენტიფიცირებული სახით იყო ხელმისაწვდომი საგამოძიებო სამსახურის
ვებგვერდზე, რომლის საჭიროება, მიზანი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობდა და მონაცემთა დამმუშავებელს დასახული მიზნის მიღწევა – საზოგადოების
ინფორმირება – შეეძლო იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით რელიზების
განთავსების შემთხვევაშიც.
საგამოძიებო სამსახურს, ასევე, არ ჰქონდა მიღებული სათანადო ზომები –
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის რედაქტირებისა ან წაშლისთანავე არ იყო
უზრუნველყოფილი „Google“-ის საძიებო პლატფორმაზე სინქრონიზება.
ინფორმაციის აღნიშნული ფორმით დამუშავება შეფასდა სამართალდარღვევად,
საგამოძიებო სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე მონაცემების დამუშავების ფაქტზე და დაეკისრა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა (შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მიეცა
გაფრთხილება). ამასთან, დაევალა, 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველეყო, ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსებულო პრესრელიზების გასაჯაროების მიზნებიდან გამომდინარე,
ინფორმაციების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობს ინფორმაციის
ასახვას პრესრელიზებში დეპერსონალიზებული ფორმით ან პერსონალური მონაცემების
წაშლა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ფარგლებში; დაევალა, შეემუშავებინა ისეთი
ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს „Google-“ის საძიებო სისტემიდან
პრესრელიზებში მოხსენიებულ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებულ პირთა
შესახებ ინფორმაციის, სახელებისა და გვარების წაშლას და მონაცემების რედაქტირების
ან წაშლის შემთხვევაში ინფორმაციის სწრაფ ასახვას „Google“-ის საძიებო სისტემაში.