. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-17
სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების მიმდინარეობისა თუ ადმინისტრაციული
სამართალწარმოების ეტაპზე მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა შესრუ-
ლებისას, ასევე, აქტიურად ამუშავებენ განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის,
ჯანმრთელობისა და ნასამართლობის შესახებ მონაცემებს.
გეგმური შემოწმების წესით შესწავლილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის მიერ, მისი საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში,
გამოძიების ჩატარებისას მოწმეების/დაზარალებულების/ბრალდებულების სამედიცინო
ჩანაწერების გამოთხოვის გზით ამ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების
კანონიერების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ფუნქციას
წარმოადგენს ამ უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ, მათ შორის,
სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების ჩატარება,
რომლის ფარგლებშიც მოიპოვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს.
შემოწმებით დადგინდა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას ჩატარებული და მიმდინარე გამოძიებების პროცესში თითოეული
სისხლის სამართლის საქმეში, მოწმეების, დაზარალებულებისა და ბრალდებულების
სამედიცინო ჩანაწერები მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი სტანდა-
რტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი
წესის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით მონაცემთა სუბიექტის წერილობითი
თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, სამინისტროს მიერ სამედიცინო ჩანაწერების
მოპოვების ნაწილში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის
საფუძველზე სამედიცინო ჩანაწერების მოპოვების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული
ნაკლოვანება. შემოწმებით დადგინდა, რომ თანხმობის ფორმა, რომელიც წარმოადგენდა
წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ დოკუმენტს, იყო ზოგადი შინაარსის და არ
შეესაბამებოდა თანხმობის მოპოვების მთავარ კრიტერიუმს - მკაფიოდ გამოხატავდეს
მონაცემთა სუბიექტის ნებას, თუ რა მოცულობითა და რომელი დაწესებულებიდან
უნდა იყოს გამოთხოვილი მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული
ქმნის სამინისტროს მიერ არაპროპორციული მოცულობით მონაცემების დამუშავების
რისკებს. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემი წარმოადგენს
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, ასევე, გამოძიების პროცესში ― მტკიცებუ-
ლებას, იცვლება მხარეებს შორის და სხვა პირებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ წვდომა ამ ტიპის
ინფორმაციაზე. აღნიშნულის გათვალისწინება არსებითად მნიშვნელოვანია, რათა მათი
დამუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს.
მონაცემთა სუბიექტების ინტერესების დასაცავად და ზემოაღნიშნული გარემოების
გათვალისწინებით, მონაცემთა დამმუშავებელს დაევალა გამოძიების მიმდინარეობისას
მოწმეების/დაზარალებულების/ბრალდებულების პერსონალური მონაცემების, სამედი-
ცინო ჩანაწერების დამუშავება განეხორციელებინა კონკრეტულ მიზანზე, პერიოდსა
და მოცულობაზე ორიენტირებული წერილობითი თანხმობის ფორმის საფუძველზე.
დავალება შესრულებულია.