date

2023-12-18

სს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „საქართველოს ფოსტა“ და სხვა კერძო კომპანიები


შრომით ურთიერთობებში ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებლები მათთან
დასაქმებულ პირებს სარგებლობაში გადასცემენ დამსაქმებლის სახელზე აღრიცხულ
სატელეფონო ნომრებს ან თავად დასაქმებული პირები აცხადებენ თანხმობას მათ
საკუთრებაში არსებული სატელეფონო ნომრების დამსაქმებლის სახელზე აღრიცხვასთან
დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლები (როგორც სატელეფონო ნომრის
მფლობელები) ინარჩუნებენ მობილური ოპერატორებისგან მათ მფლობელობაში
არსებული სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაწერების გამოთხოვის უფლებას,
რაც მათ აძლევს საშუალებას, შესაბამისი სატელეფონო ნომრებით უშუალოდ
მოსარგებლე თანამშრომლების არაერთი პერსონალური მონაცემი დაამუშაონ. აღნი-
შნულის გათვალისწინებით, სამსახურმა საკუთარი ინიციატივით, მობილური
ოპერატორებისგან გამოითხოვა ინფორმაცია ყველა იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციის
შესახებ, რომელმაც მითითებული პერიოდის განმავლობაში მობილური ოპერა-
ტორებისგან გამოითხოვა თავის სარგებლობაში არსებული კორპორაციულ ქსელში
ჩართული სატელეფონო ნომრების შესახებ დეტალური ამონაწერები. მიღებული
ინფორმაციის საფუძველზე კი დაიწყო სს „საქართველოს რკინიგზის“, შპს „საქართველოს
ფოსტის“ და სხვა კერძო ორგანიზაციების მიერ მათ სარგებლობაში არსებული,
კორპორაციულ ქსელში ჩართული სატელეფონო ნომრების შესახებ დეტალური
ამონაწერების გამოთხოვის გზით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანო-
ნიერების შესწავლა.


შპს „საქართველოს ფოსტის“ შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფოსტამ
დასაქმებული პირების (ჯამში ფოსტის 4 (ოთხი) კურიერის) მფლობელობაში არსებული
სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაწერები გამოითხოვა მონიტორინგის
ფარგლებში, საფოსტო გზავნილების ჩაბარება/დაბრუნების და დაკარგვის საკითხის
შესწავლის პროცესში. კერძოდ, ფოსტამ ზემოხსენებულ საფოსტო გზავნილებთან
დაკავშირებით საქმის წარმოება ამავე გზავნილების გამგზავნის/ადრესატის მიერ
წარდგენილი განცხადებების საფუძველზე დაიწყო. სატელეფონო ნომრების
დეტალური ამონაწერები გამოითხოვა მათი ფაქტობრივად მფლობელი პირების
წერილობითი თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კურიერების დეტალური
ამონაწერების მობილური ოპერატორისგან გამოთხოვა ემსახურებოდა ფოსტის მიერ
გაწეულ მომსახურებასთან (გზავნილის ჩაბარებასთან) დაკავშირებით წარდგენილი
განცხადებების განხილვის მიზნებს და აღნიშნულ პროცესში საჭირო იყო კურიერების
მიერ დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულების შეფასება,
სამსახურის გადაწყვეტილებით, სატელეფონო ნომრებზე ამონაწერების გამოთხოვა და
მიღება წარმოადგენდა ფოსტის ლეგიტიმურ მიზანს.


ამასთან, როგორც შპს „საქართველოს ფოსტის“, ისე სს „რკინიგზისა“ და სხვა
ორგანიზაციების შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასაქმებულთა მფლო-
ბელობაში არსებული სატელეფონო ნომრების დეტალურ ამონაწერებს დამსაქმებლები
ოპერატორებისგან, მათ შორის, ითხოვდნენ თავად დასაქმებულ პირთა მოთხოვნის
საფუძველზე და ამავდროულად, მათთვის მისაღები ფორმით. შემოწმებების შედეგად
გამოიკვეთა, რომ უშუალოდ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსა-
ქმებლები ახდენენ მობილური ოპერატორებისგან ამონაწერის როგორც გამოთხოვას, ისე
მიღებას და შემდგომში თავად დასაქმებულთათვის გადაცემას. თუმცა, დამსაქმებლებს,
გარდა დასაქმებულთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, სატელეფონო ნომრების ამონა-
წერების მიღების დამოუკიდებელი მიზანი არ გააჩნდათ. ამასთან, მიუხედავად
იმისა, რომ დასაქმებულთათვის გადაცემის შემდგომ, ორგანიზაციებს არ გააჩნდათ
ამონაწერების შენახვის მიზანი, რიგ შემთხვევებში გამოვლინდა მსგავსი ფაქტებიც, რაც
არაპროპორციული ვადით მონაცემების შენახვის რისკებს წარმოშობს.


შემოწმების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ დამსაქმებლებს არ ჰქონდათ
შემუშავებული რაიმე წესი/ინსტრუქცია, რომლითაც დარეგულირდება დასაქმებულ-
თათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემული საკომუნიკაციო საშუალებების (სატელეფონო ნომრების) შესახებ დეტალური ამონაწერების გამოთხოვისა და მიღების
პროცედურა. საკითხის ზეპირი რეგულირება და მის საფუძველზე დამკვიდრებული
პრაქტიკით ხელმძღვანელობა კი ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების
თანმიმდევრული და განჭვრეტადი პროცესის ჩამოყალიბებას.


სამსახურის გადაწყვეტილება: დამსაქმებლებს დაევალათ მობილური ოპერატო-
რებისგან გამოთხოვილი დეტალური ამონაწერების მათ ხელთ არსებული ასლების
წაშლა/განადგურება და კორპორატიულ ქსელში ჩართული და იმავდროულად დასაქ-
მებულთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემული სატელეფონო ნომრების
შესახებ დეტალური ამონაწერების გამოთხოვის წესის და პროცედურის წერილობითი
ფორმით დარეგულირება.

 

მსგავსი გადაწყვეტილებები