. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-23
შესწავლა განხორციელდა სამსახურის ინიციატივით, ვინაიდან უნივერსიტეტები
ამუშავებენ მრავალი ახალგაზრდის შესახებ დიდი მოცულობის პერსონალურ
მონაცემებს. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა უნივერსიტეტების მიერ სასწავლო
პროცესების მართვის ელექტრონული სისტემების/პორტალების მეშვეობით სტუდე-
ნტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. აღნიშნული პორტალების
მეშვეობით უნივერსიტეტები ამუშავებენ 41000-ზე მეტი სტუდენტის მონაცემებს.
უნივერსიტეტებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ ელექტრონული
პორტალების მეშვეობით მონაცემების დამუშავებისას უნივერსიტეტები სრულად
არ აღრიცხავდნენ სტუდენტების მონაცემების მიმართ შესრულებულ მოქმედებებს.
მაგალითად, რიგ შემთხვევებში არ აღირიცხებოდა უნივერსიტეტების ადმინი-
სტრაციული ან აკადემიური პერსონალის მიერ სტუდენტების რა მონაცემების
დათვალიერება და ექსპორტი ხდებოდა. ამასთან, პორტალების მონაცემთა ბაზებზე
პირდაპირი წვდომის შემთხვევაში ასევე არ აღირიცხებოდა ან არასრულად აღირი-
ცხებოდა მონაცემების მიმართ განხორციელებული მოქმედებები. გარკვეულ
შემთხვევებში კი უნივერსიტეტების თანამშრომლები პორტალებზე წვდომის მიზნით
სარგებლობდნენ საერთო მომხმარებლითა და პაროლით. ამასთან, უნივერსიტეტების
ზოგიერთი თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, ბუნდოვანი იყო,
თუ რა მიზნით ესაჭიროებოდათ მათ დაშვება სტუდენტის სრულ ან/და გარკვეული სახის
მონაცემებზე. აღნიშნული გარემოებები კი, მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების
მქონე პირების ფართო წრის გათვალისწინებით, ქმნიდა მონაცემთა კანონდარღვევით
დამუშავებისა და მათი არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების რისკებს.
შემოწმებების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ გარკვეული უნივერსიტეტები
სტუდენტების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებდნენ
შესაბამისი საჭიროების გარეშე და მიზნის არაპროპორციული მოცულობით. მაგალითად,
სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ საჭიროების გარეშე ამუშავებდა
სტუდენტის რეზიდენტობის, მამის სახელისა და პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ
ინფორმაციას. ამავე შემოწმებისას დადგინდა, რომ უნივერსიტეტი ელექტრონულ
სისტემებში სტუდენტების რეგისტრაციის ეტაპიდანვე ამუშავებდა მათ შესახებ ისეთი
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, როგორიცაა ეთნიკური წარმომავლობის
შესახებ ინფორმაცია. ხსენებული ინფორმაციის დამუშავების საჭიროებასთან
დაკავშირებით კი უნივერსიტეტი მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი კომპანია
აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტებს უნიშნავდა სტიპენდიას და, შესაბამისად,აღნიშნული ინფორმაცია მუშავდებოდა სტუდენტის მხრიდან დაფინანსების მოპოვების
მიზნით. აღსანიშნავია, რომ სამსახურმა სტუდენტების ეთნიკური ნიშნის წინასწარი
დამუშავება არ მიიჩნია მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად,
ვინაიდან დაფინანსების თაობაზე სხვადასხვა ინიციატივის არსებობის შემთხვევაში
უნივერსიტეტს შეეძლო სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების პირობებისა და
წესის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება, რის საფუძველზეც ეთნიკური წარმომავლობის
შესახებ ინფორმაციის დამუშავება დამოკიდებული იქნებოდა სტუდენტების შესაბამის
ნებაზე.
შემოწმებების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტს არ
ჰქონდა ან ცხადად არ ჰქონდა განსაზღვრული პორტალების მეშვეობით დამუშავებული
მონაცემების შენახვის ვადები, რაც მონაცემების არაპროპორციული ვადით შენახვის
რისკებს ქმნიდა. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის შემოწმების შედეგად კი დამატებით გამოიკვეთა, რომ პორტალის
მეშვეობით სტუდენტების მონაცემების დამუშავების პროცესში უნივერსიტეტი იყენ-
ებდა უფლებამოსილი პირის მომსახურებას. თუმცა, მასთან დადებული ხელშეკრულება
არ შეიცავდა მკაფიო და ნათელ მითითებებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან
დაკავშირებით უფლებამოსილი პირის ვალდებულებებზე.
სამსახურის გადაწყვეტილება: უნივერსიტეტებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის
(მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის
მოთხოვნების შეუსრულებლობა) და, იმავდროულად, დაევალათ შემოწმების ფარგლებში
გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა.