. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-20
მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში შესწავლილ იქნა
საქართველოს პროკურატურის მიერ განმცხადებლის ინფორმირების წესების დარღვევის
სავარაუდო შემთხვევა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული
მასალის განადგურების შესახებ ოქმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
წარმოდგენის ვალდებულების შესრულების საკითხი.
განცხადების განხილვის ფარგლებში გამოირკვა, რომ მონაცემთა სუბიექტი
ითხოვდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსის
გაცნობას, მასალის განადგურების შესახებ ინფორმაციის, მოსამართლის განჩინების
და ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული სრული მასალის გადაცემას.
განმცხადებლის მოთხოვნა უკავშირდებოდა მისი, როგორც ფარული საგამოძიებო
მოქმედების ობიექტის, მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
შეტყობინების შესახებ, კოდექსის 1439 მუხლით დაგენილი წესების დარღვევაზე
რეაგირებასაც.
განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებისა და
შესწავლის შედეგად შეკრებილი მასალების ერთობლივი ანალიზით დადგინდა,
რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ობიექტური მიზეზით ვერ
დააკმაყოფილებდა განმცხადებლის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნას, მის მიმართ
განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული მასალის
გადაცემის თაობაზე, რადგან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან ერთად გადაგზავნილი ჰქონდა სასამართლოში. ამასთან, მითითებული მიზეზის შესახებ
გონივრულ ვადაში უზრუნველყო მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
შესაბამისად, არ გამოვლინდა საქართველოს პროკურატურის მიერ „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის
დარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებდა მის მიმართ
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალების
პროპორციულობასა და სისხლის სამართლის საქმესთან შესაბამისობას. განცხადების
განხილვით კი დადგინდა, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალის საქმესთან
შესაბამისობა განსაზღვრა საქმის პროკურორმა, რომელმაც ისინი, როგორც შესაძლო
მტკიცებულება, განათავსა სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში.
მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება და საქმესთან მათი რელევანტურობა კი
შეფასდა სასამართლოს მიერ, როდესაც აღნიშნული დოკუმენტაცია ცნობილ იქნა
დასაშვებ მტკიცებულებებად და საქმე გადაეცა არსებითად განხილვისათვის.