. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-19
როგორც აღინიშნა, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებები ასევე
შეეხებოდა სხვადასხვა პირების ვალდებულებას სამსახურში შეტყობინებებისა თუ
დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით სამსახურმა შეისწავლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022
წლის 1 მარტიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1436 მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების დასრულების შესახებ ოქმების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
წარმოდგენის ვალდებულების შესრულების საკითხი.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
დანერგილი პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შესახებ ოქმების სსიპ
„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან“ დროულად გადატანას და,
შესაბამისად, სამსახურში მათ დაუყოვნებლივ წარმოდგენას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცნობილ იქნა
სამართალდამრღვევად და დაეკისრა შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
ამასთან, დაევალა ისეთი ორგანიზაციული ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შესახებ ოქმების
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დაუყოვნებლივ წარდგენას. ამისათვის კი
საჭირო იყო ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოდან შესაბამისი
დოკუმენტაციის მიღება არ დაყოვნდება. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაინერგა შესაბამისი ორგანიზაციული
ზომები, გატარდა სათანადო ღონისძიებები და სამსახურის მიერ გაცემული დავალება
შესრულებულია.
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე ერთერთი საჯარო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების სერვისის მიმღე...
სამსახურმა გეგმურად შეამოწმა 2 (ორი) სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის (შემდგომში ― კოლეჯი), ასევე 3 (სამი) საჯარო და 3 (სამი...
ვიდეოკამერების სისტემები სხვადასხვა სახის, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების, ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა. ამა...